საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანმანათლებლო აქტივობები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებთან გაიმართა. აქტივობის ფარგლებში, ბენეფიციარებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე — „ჩემი თვალით დანახული საქართველო“.
პრეზენტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებზე, ასევე თავისუფლების და ერთიანობის მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.