კაია კალასი: ევროპა ვერასდროს გახდება ნეიტრალური შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპა ვერ შეძლებს ნეიტრალური შუამავლის როლის შესრულებას უკრაინასა და რუსეთს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებში, როგორც ეს უკრაინის მხარეს ხდება.

ამის შესახებ მან კვიპროსში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასმა მიუთითა, რომ შეხვედრის დროს მინისტრებმა რუსეთთან დაკავშირებით ევროპის უსაფრთხოების ძირითადი ინტერესები განიხილეს.

„კარგია, რომ მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, დაფიქრდნენ და ჩვენ გვქონდა ნამდვილად საფუძვლიანი დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა დათმობები უნდა მოითხოვოს ევროპამ მოსკოვისგან და სად გადის ჩვენი წითელი ხაზები. და ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: ევროპა ვერასდროს გახდება ნეიტრალური შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის, რადგან ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და ვიცავთ ჩვენს ძირითად უსაფრთხოების ინტერესებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.

რუსეთთან ევროკავშირის შესაძლო მომლაპარაკებლის კონტექსტში, კალასმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისა და რუსეთის წახალისება დიალოგისკენ, „რადგან არსებობს იმდენი საკითხი, რომლის გადაჭრაც მხოლოდ მათ და სხვას არავის შეუძლია“.

„შესაძლოა, არსებობდნენ ქვეყნები, რომლებიც ამ ტიპის „შატლ დიპლომატიას“ მიმართავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ ისინი [უკრაინა და რუსეთი] უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტონ ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ მათ შეუძლიათ“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები