ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომი ათ წელში დასრულებული იქნება

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა 10 წელიწადში დასრულდეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მერკელი იმედოვნებს, რომ უკრაინა მომავალში დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩება.

„იმედი მაქვს, 10 წელში ომი დასრულებული იქნება: ისე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა,“ – განაცხადა მერკელმა.

ყოფილ კანცლერს არ დაუკონკრეტებია, ეფუძნება თუ არა მისი შეფასება რაიმე პოლიტიკურ ან სამხედრო პროგნოზს.

მედიის შეფასებით, მისი საუბარი უფრო პირად მოლოდინსა და იმედს შეეხებოდა, ვიდრე კონკრეტულ ანალიტიკურ შეფასებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები