რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს შეზღუდავს

ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) ცნობით, რუსეთი სომხეთიდან გარკვეული კენკრისა და ახალი ბოსტნეულის, მათ შორის პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, სომხეთიდან წარმოშობილი და გაგზავნილი ამ პროდუქტების იმპორტზე დროებითი შეზღუდვები ძალაში 30 მაისიდან შევა და იქამდე გაგრძელდება, სანამ მარაგების უსაფრთხოების გარანტირების მექანიზმი არ შემუშავდება და ამოქმედდება.

გადაწყვეტილება რუსეთში სომხური ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების მიწოდებაში გაზრდილი დარღვევების ფონზე და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. „როსსელხოზნადზორმა“ აღნიშნა, რომ არსებული ვითარება, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიის ფიტოსანიტარიულ სტატუსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები