სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში დაკარგული მწყემსი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები