აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიიწვია
ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ისტორიულ-კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება.