ვოლსკი – სააკაშვილის განცხადებაზე: როგორც ყოველთვის, ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული

“როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

ის საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, „ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქართული ეკლესიის განადგურებაა“.

„როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული. ასე რომ, დღეს კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა მოხდა, რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოში, საქართველოში შექმნილი, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს და შემდეგ გავცეთ პასუხი უკვე სააკაშვილსაც და ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვას, ვისაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს“, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები