“მოხარულნი ვართ, მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
საელჩოს ცნობით, ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს.
“იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს”, – წერია ინფორმაციაში.