თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება

ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N37, N39, N41, N43, N45, N47, N49, N51, N53, N55, N57, N59, N61, N63-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და ასფალტის საფარი მოწესრიგდება.
სანიაღვრე ქსელის პროექტის ღირებულება 368 910 ლარს შეადგენს. სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ N9, N39, N41, N51 და N59 კორპუსების ტერიტორიაზე საგზაო პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 4795 კვ. მ ფართობის გზის საფარის მოწესრიგებაზე, 379 669 ლარია გამოყოფილი.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება და პარკირება, გარდა 112-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანების, აკრძალული იქნება.
სამუშაოების დაწყებამდე ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა და პროექტის დეტალებზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები