ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიცია აგრძელებს საბოტაჟს, მაშინ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ – ეს მათი არჩევანია

“თუ ოპოზიცია აგრძელებს საბოტაჟს, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, ეს მათი არჩევანია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობა მიეღოთ.

„როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ საპარლამენტო ცხოვრების წესებსა და ამომრჩევლებს არ სცემენ პატივს, საინტერესოა, ასეთი საბოტაჟის რეჟიმი რამდენად წაადგება ქვეყანას? ვისურვებდი, რომ ეს დეპუტატები, რომლებიც არჩეულნი არიან მოსახლეობის მიერ, მოვიდნენ და მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა და იქ გამოჩნდებოდა, მათ რა პოზიცია ექნებოდათ. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა, დემოკრატიის პროცესი და პრინციპები ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს შესაბამისი წესების დაცვით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილოთ. როცა დავიწყებთ ამ საკითხის განხილვას, ყველას ექნება საკუთარი პოზიცია. თუ საუბარია იმაზე, რომ მათ არ სურთ ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და გადიან ამ პროცესის მიღმა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოზიციაზე, რას ამბობენ ისინი – თუ აგრძელებენ საბოტაჟს, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება. ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები