ლევან მაჭავარიანი: თუ ჰგონიათ, რომ ამით დაგვაშანტაჟებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, ძალიან შემცდარან

“ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარდაჭერას ეხმიანება.

„თუ ჰგონიათ, რომ ამით დაგვაშანტაჟებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, ძალიან შემცდარან. ჩვენთვის ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა დისკომფორტს თუ შევიქმნით ან არ შევიქმნით და სასწორის მეორე მხარეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დისკომფორტსაც შევიქმნით და გაცილებით დიდი დისკომფორტის შესაქმნელადაც ვართ მზად.

იციან, თუ რამდენად განულებულია რადიკალური ოპოზიცია მთლიანად. მთელს ქვეყანას ვიზას არ უჩერებენ, იქიდან გამომდინარე, რომ იციან – ეს ვერაფერს გამოიწვევს და უკვე ბოლო საშანტაჟო მექანიზმიც აღარ ეჭირებათ ხელში და ვერ შეელევიან ასე მარტივად. ამ შემთხვევაში, აკეთებენ აქცენტს ჩვენთვის ვიზების შეჩერებაზე, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები