დავით მათიკაშვილი: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ის ღირებულება, რომლის მიმართაც ვერანაირი დიპლომატიური პასპორტების შეჩერების, უვიზო რეჟიმის გაუქმების მოცემულობა ამ კუთხით, ვერ იქნება საპირწონედ

“ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ის ღირებულება, რომლის მიმართაც ვერანაირი დიპლომატიური პასპორტების შეჩერების, უვიზო რეჟიმის გაუქმების მოცემულობა ამ კუთხით, ვერ იქნება საპირწონედ,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატებმა ამ მოცემულობაში თავი თვითონ ჩაიგდეს.

„თუკი ვინმე შეეცდება, რომ კვლავ მსგავსი ნაბიჯებით ჩვენი საზოგადოება დააშინოს და ხალხზე ზემოქმედება მოახდინოს, როგორც აქამდე არ გამოუვიდათ და ეს ყველაფერი ტყუილი იყო შედეგობრივად, ასე ფიასკოთი დასრულდება შემდეგი მცდელობაც. ევრობიუროკრატებმა ამ მოცემულობაში თავი თვითონ ჩაიგდეს და რა თქმა უნდა, დღეს ეს ნაბიჯები არაფრის გამკეთებელია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები