გერმანიის თავდაცვის მინისტრი: პარტნიორებმა საკუთარ მარაგებს უნდა გადახედონ და თუ იქ არაფერი დარჩა, რისი მიწოდებაც უკრაინისთვის იქნება შესაძლებელი, მაშინ საქმე ფულის გამოყოფაშია
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პარტნიორების მიერ უკრაინის დახმარების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათ საკუთარ მარაგებს უნდა გადახედონ.
პისტორიუსის თქმით, თუ პარტნიორები აღმოაჩენენ, რომ მარაგები ამოეწურათ, მათ უკრაინას ფინანსური დახმარება ისე უნდა გაუწიონ, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
„ყველა პარტნიორი უფრო ინტენსიურად უჭერს მხარს უკრაინას და მათ კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ საკუთარ მარაგებს, რათა გადაწყვიტონ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ მათ მარაგებში არაფერი დარჩა, რისი მიწოდებაც უკრაინისთვის იქნება შესაძლებელი, საქმე ფულის გამოყოფას ეხება. გასულ წელს 1 მილიარდი ევროს მოზიდვა მოვახერხეთ“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.