გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა

გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვაზე, კორუფციის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, გენდერული ძალადობის, ფემიციდის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და მიღწეულ შედეგებზე.

გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი წარმოადგენს გაეროს ექსპერტებისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ICESCR) შესრულებას წევრი სახელმწიფოების მიერ, განიხილავს მათ ანგარიშებს და სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციებს პაქტით გათვალისწინებული უფლებების უკეთ დაცვის თაობაზე.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები