მიხეილ ყაველაშვილი: ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი, სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ზორან მილალოვიჩი ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის პრეზიდენტია და სიმართლეს საუბრობს. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ სიმართლის თქმას ითხოვს საქართველო ევროპელი ბიუროკრატებისგანაც.

„ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დიახ, სწორედ ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ესეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის თანამშრომლობა. დიდი მადლობა მას ამისთვის და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. მისი ვიზიტი გრძელდება, შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დარწმუნებული ვარ კმაყოფილი დარჩება ჩვენი ქვეყნის ხილვით და ჩვენი მასპინძლობით. კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებას ვუსურვებ ბატონს ზორანს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ევროპულ ბიუროკრატიას არ მივცემ ჩემი სახელით საუბრის უფლებას, საქართველოს არ აქვს ურთიერთობები მოსკოვთან და აბრალებენ პრორუსულობას, ამას ვერ ვიგებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები