სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
2026 წლის 10 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.