ლევან მაჭავარიანი: ჩვენ რაზეც დაგვიპირისპირდნენ ევროპელი ბიუროკრატები, იყო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ არ მოვატყუეთ ჩვენი ხალხი და არ ვაცხოვრეთ ზღაპარში, რომ თითქოს უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებდა

“ჩვენ რაზეც დაგვიპირისპირდნენ ევროპელი ბიუროკრატები, იყო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ არ მოვატყუეთ ჩვენი ხალხი და არ ვაცხოვრეთ ზღაპარში, რომ თითქოს უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებდა”,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა “ქრონიკას” განუცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ევრობიუროკრატების პოლიტიკა არასწორი იყო.

„რა თქმა უნდა, დასტურდება, რომ ევრობიუროკრატების პოლიტიკა არასწორი იყო, ვინაიდან ოთხი წლის განმავლობაში ეს აქტორები ყველას უკრძალავდნენ, რომ რუსეთთან არანაირი კომუნიკაცია არ უნდა დამყარებულიყო და დღეს საუბრობენ, რომ თურმე რუსეთთან კომუნიკაციის გარეშე ეს ომი ვერ დასრულდება. მაშინ, როდესაც შევახსენებ ყველას, ეს ომი სრულდებოდა დაწყებიდან ორ თვეში სტამბულის მოლაპარაკებები რომ არ ჩაეშალა ბორის ჯონსონს, რაზეც შეთანხმებულები იყვნენ უკრაინის მხარე, რუსეთის მხარე და ეს ტრაგედია თავიდან იქნებოდა აცილებული. არც ამდენი გარდაცვლილი იქნებოდა და არც უკრაინა იქნებოდა განადგურებული.
ჩვენ რაზეც დაგვიპირისპირდნენ ევროპელი ბიუროკრატები, იყო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ არ მოვატყუეთ ჩვენი ხალხი და არ ვაცხოვრეთ ზღაპარში, რომ თითქოს უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებდა. როდესაც ჩვენ მეორე ფრონტი არ გავხსენით, როდესაც ჩვენ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები