თბილისის მერია შეზღუდვების პერიოდში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადს გააუქმებს

თბილისის მერია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება, ხოლო ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით გაუქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო, შეზღუდვების პერიოდში გაუქმდება ზონალურ-საათობრივ პარკირებისთვის დადგენილი გადასახადი.

დედაქალაქის მერმა  კიდევ ერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია დახმარებების პაკეტზე, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის პერიოდში მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები