უკრაინაში, პოლიტიკოსების რეიტინგებში, მიხეილ სააკაშვილი ბოლო ადგილზეა – რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის კვლევა
უკრაინაში, პოლიტიკოსების რეიტინგებში მიხეილ სააკაშვილი ბოლო ადგილზეა, – ამის შესახებ რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა ჩატარებულია რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპოდენტების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამოკითხულ იქნა 18 წლიდან ასაკის 2020 რესპოდენტი უკრაინის ყველა რეგიონიდან, გარდა ყირიმისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიებისა, შესაბამისი ამონაკრების თანახმად, რომელიც ასახავს ზრდასრულ მოსახლეობას ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად. თეორიული ცდომილება (დიზაინ-ეფექტის გათვალისწინების გარეშე) არ აღემატება 2.3%, 0.95 ალბათობით.
გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „2019 წლის შემდგომი პარტიული სისტემა უკრაინაში: საკვანძო თავისებურებები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება რაზუმკოვის ცენტრის მიერ, უკრაინაში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობასთან ერთად.
ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი შეფასება
რესპოდენტთა 17.5% მიიჩნევს, რომ უკრაინაში მოვლენები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, 65.5% – რომ არასწორი მიმართულებით. უკრაინელების 19.5% სჯერა, რომ უკრაინას ძალუძს არსებულ პრობლემებთან და სირთულეებთან უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გამკლავება. 50% აზრით, პრობლემებთან გამკლავება უფრო შორეულ პერსპექტივაში იქნება შესაძლებელი, 20% აზრით კი უკრაინას არ შეუძლია არსებულ პრობლემებთან გამკლავება.
ნდობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ
სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მეტად ენდობიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს (66%), ეკლესიას (62%), განსაკუთრებული სიტუაციების ეროვნულ სამსახურს (60%), მოხალისეთა ორგანიზაციებს (60%), ეროვნულ სასაზღვრო სამსახურს (55%), ადგილობრივი თვითმმართველობის ხელძღვანელს (54%), უკრაინის ეროვნულ გვარდიას (52%), სამოხალისო ბატალიონებს (52%), ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს (50%).
უნდობლობა ყველაზე ხშირად გამოიხატება სახელმწიფო აპარატის (79%), რუსეთის მედიის (79%), უკრაინის უმაღლესი რადას (76%), სასამართლო სისტემის (75%), მთავრობის (75%), პოლიტიკური პარტიების (73%), კომერციული ბანკების (73%), ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (72.5%), სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის (70%), უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს (70%), პროკურატურის (70%), საკონსტიტუციო სასამართლოს (65%), ეროვნული ბანკის (64%), ადგილობრივი სასამართლოების (63%), უმაღლესი სასამართლოს (63%), პრეზიდენტის (60%), პროფკავშირების (54%), ეროვნული პოლიციის (53%), უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (51%) მიმართ.
პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიმართ ნდობის ხარისხის შეფასებისას, გამოკითხულთა უმეტესობა უნდობლობას გამოხატავს ყველა პოლიტიკოსის მიმართ, ვისი გვარიც შეყვანილ იქნა გამოკითხვაში. შედარებით უფრო ხშირად, გამოკითხულები ენდობიან ვ. ზელენსკის (ენდობა 33%, არ ენდობა 62%) და დ. რაზუმკოვს (შესაბამისად 30%-57%).
ი. ბოიკოს ენდობა 22%, არ ენდობა 69%, პ. პოროშენკოს – 22% და 73%, ს. ვაკარჩუკს – 18% და 70%, ლ. კრავჩუკს 17% და 72%, ი. ტიმოშენკოს – 17% და 77%, ვ. მედვედჩუკს – 15.5% და 76%, დ. შმიგალს – 12% და 69%, ა. ავაკოვს – 12% და 76%, მ. სააკაშვილს – 10% და 80%, ა. ერმაკს – 8% და 59%, ი. ვენედიქტოვას – 6% და 62%.
მოქალაქეების ელექტორალური განწყობები
უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნები რომ ტარდებოდეს, შედარებით მაღალ მხარდაჭერას პარტია „ხალხის მსახური“ მიიღებდა (მას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 19%, ან 28% მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა და კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა). „ევროპულ სოლიდარობას“ ხმას მისცემდა შესაბამისად 13% ან 21%, „ოპოზიციურ პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – 12 ან 16.5%, „სამშობლოს (ბატკივშჩინა)“ – 6% ან 8%, „ძალა და ღირსებას“ – 3% ან 5%, „თავისუფლებას“ – 2.5% ან 4%, „ხმას“ – 2% ან 3%, „შარიის პარტიას“ 2% ან 2%, „მომავლისთვის“ – 2% ან 2%, „სამოქალაქო პოზიციას“ – 1% ან 2%, „ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას“ – 1% ან 2%, „გროისმანის უკრაინულ სტრატეგიას“ – 1% ან 2%, „ჩვენი მხარე“ – 1% ან 1%, „პროპოზიციას“, „ოპოზიციურ ბლოკს“, „პალჩევსკის გამარჯვებას“ – 1% ნაკლები.
უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას ვ. ზელენსკი მიიღებდა (გამოკითხულთა 21%, ან 31% მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა და კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა). პეტრო პოროშენკოს ხმას მისცემდა შესაბამისად 14% ან 21%, ი. ბოიკოს – 12% ან 17%, ი. ტიმოშენკოს – 6% ან 8%, ი. სმეშკოს – 4% ან 6%, რ. კოშულინსკის – 2% ან 3%, ო. ლიაშკოს – 2% ან 2%, ო. ვილკულს – 1% ან 1%.