ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქე შუახნის ქალს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები