კახეთის სოფელ შილდაში სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „არა-კი“ გაიმართება

14-15-16 ნოემბერს კახეთის  სოფელ შილდაში მწერალთა სახლის და საერთაშორისო კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „არა-კი“ გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, „არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია 10 მონაწილე ავტორის − პოეტებისა და პროზაიკოსების მიერ ისტორიულ-მხატვრულ ეპიზოდებზე დაყრდნობით შექმნილი 2025 წლის საუკეთესო ნოველების გამოვლენა.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს „არა-კის“ ჟიურის და მწერალთა სახლის მიერ საგანგებოდ შერჩეული 10 ავტორი: ნინო გუგეშაშვილი, ირმა ბერიძე, გიორგი გელაშვილი, მორის როსტიაშვილი, ნატა ვარადა, სალომე ტაბატაძე, ქეთი გაბინაშვილი, ქეთო დავითური, სოფო დაუშვილი, გვანცა ფიფია.
პროექტის ხელმძღვანელია: პროზაიკოსი, დრამატურგი ბაჩო კვირტია.
პროექტის მენტორები: მწერალი, სცენარისტი კოტე ჯანდიერი; დრამატურგი, პროზაიკოსი ირაკლი სამსონაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები