ბულგარეთის პარლამენტმა „ლუკოილის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) ხმათა უმრავლესობით დაძლია ვეტო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა კანონში ცვლილებებს დაადო და რომლებიც „ლუკოილის“ ობიექტების გარე მართვის შემოღებას ითვალისწინებდა.

მანამდე, აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, ბულგარეთის პარლამენტმა ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის მარეგულირებელ კანონში ცვლილებები მიიღო, რაც „ლუკოილ ბულგარეთის“ მენეჯმენტზე გავლენას ახდენს.

მიღებული ცვლილებები სპეციალურად დანიშნულ მენეჯერს საშუალებას მისცემს, 2025 წლის 21 ნოემბრის შემდეგ ბულგარეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ლუკოილის სხვა ობიექტების ყველა ოპერაცია გააგრძელოს. რადევმა კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. თუმცა, ბულგარეთის ეროვნული კრების ენერგეტიკის კომიტეტმა მოგვიანებით ვეტო დაძლია.

„ხუთშაბათს, პარლამენტმა 128 ხმით მომხრე, 59-ის წინააღმდეგი და არც ერთი თავშეკავებული ხმით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ რუმენ რადევის ვეტოს დაძლევის შესახებ ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ადმინისტრაციული რეგულირების შესახებ კანონში ცვლილებებზე. ეს ცვლილებები აფართოებს მომავალი სპეციალური ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს „ლუკოილის“ ბულგარულ აქტივებს. ამრიგად, ცვლილებები ხელახლა იქნა მიღებული“, – იტყობინება სააგენტო BTA.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები