საბერძნეთში ქალი ცომის მოსაზელ მანქანაში შარფით გაეხვა და გარდაიცვალა
საბერძნეთის ქალაქ ლარისას მახლობლად, სოფელ დამასში, 49 წლის ქალი ტრაგიკულად გარდაიცვალა, როცა მისი შარფი ცომის მოსაზელი მანქანის მბრუნავ ნაწილში გაიხლართა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი საკუთარ საცხობში მუშაობდა. შარფი ცომის მოსაზელი აპარატის მექანიზმში გაეხვა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
პოლიციამ და შრომის ინსპექციამ გამოძიება დაიწყეს, რათა განისაზღვროს, იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების სამუშაო სტანდარტები.