გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვდა.

მანამდე მთავრობის ყოფილ მეთაურს პატიმრობა დაუსწრებლად ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე შეეფარდა.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები