“სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისთან დაკავშირებით საქართველოს გამოძიება დაავალა, გამოძიებამ კი დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი და გიორგი გახარიას ბრალი წარედგინა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებებს შედეგად საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა.
„ფაქტია, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებებს შედეგად საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ეს კითხვებს ბადებს. ამ ქმედებებში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები? – პროკურატურა თვლის, რომ არის. საბოლოო გადაწყვეტილებაზე სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება 20 ივნისს, სტრასბურგის სასამართლოს აქვს კითხვები, თუ რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია. ქვეყანას ამ
მიმართულებით გამოძიების წარმოება დაევალა. გამოძიება დასკვნამდე მივიდა, რომ სისხლის სამართლის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი და მას ბრალი წარედგინა. ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. გახარიას პარტიისგან ეს ისე ფასდება, როგორც პოლიტიკური დევნა, მაგრამ ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.