კვიპროსში მიწისძვრა მოხდა

კვიპროსზე 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები ლიბანის ზოგიერთ ნაწილშიც იგრძნობოდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კვიპროსის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ცნობით, მიწისძვრა 15 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პაფოსის რაიონში საზოგადოებრივი შენობები დროებით ევაკუირებულია.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, კვიპროსი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს, თუმცა მიწისძვრები იშვიათად იწვევს ზიანს.

“როიტერის” ცნობით, ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ შეტყობინებებში ნათქვამია, რომ ბიძგები ლიბანის ზოგიერთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები