სოფელ ყვიბისში, მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა
სოფელ ყვიბისში, მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგო ბეტონის საფარი და მოეწყო ხელოვნური ნაგებობები.
“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ორ ეტაპად განხორციელდა. სამუშაოების შედეგად მოეწყო 2,2 კმ გზის მონაკვეთი.
სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა,”- წერია ინფორმაციაში.