ერდოღანის თქმით, საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია.  ინფორმაცია პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და დაადასტურა, რომ შავი ყუთის აღდგენა მიმდინარე გამოძიების ნაწილია.

მისივე თქმით, ადგილობრივი და თურქული სამაშველო ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ ავარიის მიზეზების გასარკვევად.

ამასთან ერთად, როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ნაპოვნია 19 დაღუპული, ერთის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები