“ვინაიდან ოპოზიციამ არჩევნები წააგო, პარტნიორებთან ერთად მკაფიო და გამოკვეთილი მიზანი აქვთ – საქართველოს დაზიანებას ყველა გზით უნდა შეეცადონ” – ქადაგიშვილი

“ვინაიდან ოპოზიციამ არჩევნები წააგო, პარტნიორებთან ერთად მკაფიო და გამოკვეთილი მიზანი აქვთ – საქართველოს დაზიანებას ყველა გზით უნდა შეეცადონ, ფიქრობენ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ყველაზე ეფექტური გზაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მათი მფარველების მიზანი საქართველოში ხალხის არჩევანის პატივისცემა არ იყო, არამედ ამოცანა იყო საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. ვინაიდან ეს არ გამოუვიდათ, ახლა ვიზალიბერალიზაციაზე ეს პროცესი მიმდინარეობს. ვინც ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე სპეკულირებს, შევახსენებ, რომ მათ ასე სპეკულაციურად მოიტანეს ქართველი ხალხისა და ხელსუფლების დამსახურება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ის არ თქვეს, რომ ქვეყანამ პირობები შეასრულაო, არამედ თქვეს, ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათ ვაძლევთო. ქართველ ხალხს ხომ ეკუთვნოდა? ახლა ქართველ ხალხს წაართვან. მარცხის შემდეგ შურისძიების რეჟიმში არიან, ეს ფაქტია, მაგრამ ხელისუფლება ამას შეჩვეულია. ჩვენთვის მთავარია, ქართველი ხალხი იმ მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდეს, რაშიც უკრაინა და მოლდოვა არიან დემოკრატიის შეზღუდვით და არჩევნებზე მუდმივი მანიპულაციით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები