მსოფლიო ლიდერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვები მიიღო”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
“პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიტერ ფიალა,   საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი,
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გალაბ დონევი,   რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი ჩიუკა,
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, დუბაის საამიროს მმართველი და პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი,უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი აკილბეკ ჟაპაროვი და ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები