გიორგი კახიანი: საქართველო განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესშია
საქართველო განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სხვის მითითებებს არასდროს შეასრულებს.
„ჩვენ სხვის მითითებებს არასდროს შევასრულებთ, მითუმეტეს როდესაც ვხედავთ, რომ ეს მითითებები შეიძლება იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვისაც და არ შედიოდეს საზოგადოების ინტერესში“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ევროკავშირი ვერ გვასწავლის როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება“.