ჭეიშვილი – “პრაიმ ტაიმის” მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე: დღევანდელი ამბავი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს
“დღევანდელი ამბავი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ რაც დღეს ვიხილეთ და რაც ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში განვითარდა, არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია უსამშობლობა, მოღალატეობრივი საქმიანობა და რასაც შეიძლება ასევე ყურმოჭრილი მონობა ეწოდოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მიერ წაკითხულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ტექსტიც Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელში დაიწერა.
„რეალურად, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებაშია ერთი მხრივ ადგილობრივი აგენტურა და ეს ექსტრემისტული დაჯგუფებები და მეორე მხრივ თავად ბრიუსელიც, იმიტომ რომ როდესაც უწევთ ამგვარ დეგრადირებულ ჯგუფებთან ურთიერთობა და თანაც იმგვარად, რომ სიტყვა-სიტყვით უნდა დაუმარცვლონ რა და როგორ აქვთ სათქმელი, რასაკვირველია, ეს მოასწავლის იმას, რომ არანაირი წარმატების პერსპექტივა ამ კოლაბორაციას არ გააჩნია. ერთი მხრივ ბრიუსელში მათი კურატორები და მეორე მხრივ ადგილზე დავალებების შემსრულებლები ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირულები“, – თქვა ჭეიშვილმა “დღის ქრონიკაში” ჩართვისას.