კონსტანტინე ბუზალაძემ სოფელ ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ სოფელ ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერთან ერთად ღონისძიებაში ჩაერთნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ადგილობრივი ახალგაზრდები.
“აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
ნერგები დაირგო სოფელ ვარიანში, საბავშვო ბაღის, მინი სტადიონისა და სპორტული სივრცის მიმდებარედ, რაც რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,”- წერია ინფორმაციაში.