15 ოქტომბრიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოდგენებს ეზოში გამართავს

15 ოქტომბრიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი მაყურებელს წარმოდგენებს თეატრის ეზოში შესთავაზებს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, საბალეტო დასი ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ სუიტას იცეკვებს და სეზონს გახსნის.

ბალეტის 45-წუთიანი ვერსია ოპერის ეზოში სპეციალურ სცენაზე შესრულდება, მაყურებელი კი დისტანციის დაცვით დაჯდება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე სეზონი, კოვიდპანდემიის გამო, ჯერ არ გახსნილა. სპექტაკლები 2020 წლის მარტში შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები