92 წლის ასაკში ღვაწლმოსილი ბალერინა და პედაგოგი – ჩუქურთმა გუდიაშვილი გარდაიცვალა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ბალერინა და პედაგოგი – ჩუქურთმა გუდიაშვილი. დიდი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პანაშვიდი 28 და 29 აპრილს, 17:00 საათზე.
გამოსვენება 30 აპრილს, 14:00 საათზე.
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ.11.
ფოტო: ჩუქურთმა გუდიაშვილი, იური გრიგოროვიჩი, მეუღლე – გურამ მელივა.