ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) ესტუმრა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა ცენტრში მიმდინარე გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის არქივი და მემორიალური ნივთები.
მეუფე დავითი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნო ექსპოზიციას, რომელიც ნათლად ასახავს ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მრავალმხრივ ცხოვრებასა და ღვაწლს. გამოფენა მოიცავს როგორც პირად ჩანაწერებსა და წერილებს, ისე უნიკალურ დოკუმენტებსა და საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ვიზიტისას აღინიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განსაკუთრებული როლი ქართული სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები