„შეხედეთ, ჩვენს თვალსა და ხელს შუა ინგრევა ტაოში მდებარე ოთხთას ტაძარი“ – გოგა ჩანადირი (ვიდეოამბავი)
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების ფოტოებს აქვეყნებს. გაზაფხულის ოშკი და ოთხთა – ამჟამად ეს ორი ტაძარი გამხდარა მისი ობიექტივის სამიზნე. იგი განსაკუთრებული სიმძაფრით წერს ოთხთას ტაძარზე, რომელიც ინგრევა და აუცილებელია მისი გადარჩენა.

„შეხედეთ, ჩვენს თვალსა და ხელს შუა ინგრევა ტაოში მდებარე ოთხთას ტაძარი. წვიმა ჩამოდის ზემოდან. ეს ნიშნავს, რომ სახურავი ინგრევა. ამას კი მთელი ტაძრის ნგრევა მოჰყვება. ყოველთვე მატულობს სველი იატაკის ფართობი, რაც სახურავის მზარდ დაზიანებაზე მიუთითებს. რთული საკითხია ტაო-კლარჯეთის ტაძრების აღდგენა, მაგრამ შესაძლებელია. ოთხთა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია, არ უნდა დაინგრას. სასწრაფოდ უნდა აღდგეს“, – წერს გოგა ჩანადირი.
იხ. ვიდეო:
https://www.facebook.com/reel/1289490672563251