„მზეწვერის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი დიდი ხანია, ელოდება რესტავრაციას“
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი – ნიკა ანთიძე ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მზეწვერის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის სამომავლო რესტავრაციის თაობაზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
„დუშეთის მუნიციპალიტეტი, მზეწვერის წმ. გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი დიდი ხანია, ელოდება რესტავრაციას. კედლის მხატრობას საბჭოთა პერიოდში ჩატარებული კონსერვაციის კვალი კარგად ეტყობა.
ძეგლი დღეს მოვინახულე კარგ ადამიანებთან ერთად.
თუ მისასვლელი გზა მოწესრიგდება (რა საკითხზეც უკვე ვმუშაობთ ადგილიბრივ ხელისუფლებასთან), სააგენტო 2021 წელს დაიწყებს მონასტრის კვლევას და შემდგომ რეაბილიტაციას“, – წერს ნიკა ანთიძე.