ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ 19”-ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემით, სულ 782 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 72 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის – საშუალო სიმძიმის.
ვირუსი 226-მა პაციენტმა დაამარცხა, 7 კი გარდაიცვალა.