შაქარაშვილის საქმის მოწმე: დაზარალებულობასა და ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძის განცხადებით, მას დაზიანებებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.

როგორც სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ ღიბრაძემ აღნიშნა, მას ინციდენტში მონაწილე კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.

“რაც აქამდე მეწერა ჩვენებებში, პირველშიც და მეორეშიც, ის ვთქვი ახლაც სასამართლოში. არც იქ ვსაუბრობდი, კონკრეტულად ვინ არიან ის პიროვნებები ან რამე პრეტენზია მაქვს თუ არა ჩემი დაზარალებულობის შესახებ. ჩემ დაზარალებულობასა და ჩემ პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი. ჩემი აზრით, სწორი არ არის. კონკრეტული პიროვნებები არ დამისახელებია”, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები