საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვილაიათ ეივაზოვთან.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდაცვითი მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები იქნება.
სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი იმყოფება.