სოხუმში 180 მოსწავლე თვითიზოლაციაში იმყოფება
ოკუპირებულ აფხაზეთში თვითიზოლაციაში 180 მოსწავლე იმყოფება, – განაცხადა სოხუმის ე.წ.განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ასტანდა რატკილმა.
მისი თქმით, არსებობს სკოლები, სადაც რეკომენდაციების შესაბამისად კლასები დახურულია, სოხუმის მეოთხე სკოლის მე-9 კლასი კარანტინშია, ჯამში ქალაქში 180 მოსწავლეა თვითიზოლაციაში.
მისი თქმით, პრობლემებია ძირითადად მრავალრიცხოვან სკოლებში.
ამასთან, მისი თქმით, სკოლებში პროფილაქტიკური ზომები გამკაცრებულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ამ ხნის შემდეგ კორონავირუსი 10 მასწავლებელს დაუდასტურდა, 20 პედაგოგი კი, თვითიზოლაციაშია.