ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა

სოხუმში 13 სექტემბერს ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა, რომელსაც მანამდე კოვიდ19-ის დიაგნოზი დაუსვეს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეტალური შემთხვევების რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ 84 წლის ქალი ვირუსს რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ქალბატონი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 674 დადასტურებული შემთხვევაა, 7 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები