ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების სტატისტიკა 674-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ გუდაუთის კლინიკაში 65 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 პირის მდგომარეობა მძიმე, 19 – საშუალო სიმძიმის, სოჭში სამკურნალოდ 2 ადამიანია გადაყვანილი.
ამასთან, 186 პირი განიკურნა, 6 გარდაიცვალა.