სასტიკი მკვლელობა თურქეთში – ყოფილმა ქმარმა 33 წლის, სენაკელი ქალი მოკლა
თურქეთში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი საქართველოს მოქალაქეა – ის სამეგრელოს რეგიონის, სენაკის მკვიდრია. 33 წლის ქალი სტამბულში სამუშაოდ სამი წლის წინ წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში წასვლამდე ქალი ქმარს გაშორებული იყო.
ქალი თურქმა სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.