ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 2 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 301 530 დადასტურებული შემთხვევაა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 226 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 16 569 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 261 200-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები