ჩეჩნეთში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს – კადიროვისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ
ჩეჩნეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი #1 ტერორისტულ ორგანიზაციად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ვაშინგტონმა რამზან კადიროვისა და მისი ოჯახის წვერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ამის შესახებ ორგანიზაციის სოციალურ ქსელშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ მუსლიმთა სასულიერო სამმართველო აღშფოთებულია ამგვარი გადაწყვეტილებით და მიიჩნევს, რომ შემზღუდავი ზომები მთლიანად ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.
ორი დღის წინ ვაშინგტონმა კადიროვის წინააღმდეგ სანქციები ჩეჩნეთში “ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის” დააწესა.