სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 21 ადგილობრივი, რომლებმაც დარგში თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ეფექტიანი მეცხოველეობის მართვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანი იყო მესაქონლეობის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე აგრარული პრაქტიკების გაცნობა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრარული მიმართულებით რეგულარულად ახორციელებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება, ასევე აგრარული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი სისტემატურად ატარებს თემატურ ტრენინგებს, რომლებიც ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე.