თეთრიწყაროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რომელიც ქვეყნის ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს წარმოადგენს.

“დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა. მერთან ერთად ღონისძიებას მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები