კენიაში, გოგონების სკოლაში გაჩენილ ხანძარს 16 მოსწავლე ემსხვერპლა

კენიის ცენტრალურ ნაწილში, გოგონების სკოლაში გაჩენილ ხანძარს 16 მოსწავლე ემსხვერპლა,- ამის შესახებ BBC News Africa იტყობინება.

გამოცემის ცნობით, დაშავებულთა შორის სულ მცირე 74 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, კენიის პანსიონებში ხანძრები რეგულარულად ხდება. ზოგიერთი მათგანი გამოწვეულია ცეცხლის წაკიდებით, ზოგი კი გაუმართავი ელექტროგაყვანილობით.

ცნობისთვის, კენიის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი სკოლაში 2001 წელს მოხდა, როდესაც მაჩაკოსის ოლქში საერთო საცხოვრებელში გაჩენილმა ხანძარმა 67 სტუდენტი იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები